

𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐬 𝐢𝐧 𝐂𝐥𝐢𝐧𝐢𝐜𝐚𝐥 𝐆𝐲𝐧𝐞𝐜𝐨𝐥𝐨𝐠𝐲 𝐚𝐧𝐝 𝐔𝐫𝐨𝐥𝐨𝐠𝐲
საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია (𝐆𝐑𝐄𝐀) და კომპანია “𝐌𝐞𝐝𝐢𝐁𝐫𝐢𝐝𝐠𝐞 𝐆𝐥𝐨𝐛𝐚𝐥” 2025 წლის 13 დეკემბერს, ქალაქ თბილისის ჰოლიდეი ინ-ში, გიწვევთ მასშტაბურ მულტიდისციპლინურ კონგრესზე: 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐬 𝐢𝐧 𝐂𝐥𝐢𝐧𝐢𝐜𝐚𝐥 𝐆𝐲𝐧𝐞𝐜𝐨𝐥𝐨𝐠𝐲 𝐚𝐧𝐝 𝐔𝐫𝐨𝐥𝐨𝐠𝐲 • 𝐀𝐂𝐆𝐔 𝟐𝟎𝟐𝟓.
სტანდარტული რეგისტრაციის საფასური:
-
GREA-ს წევრი ლიცენზირებული ექიმებისთვის - 100 ლარი | მედიბრიჯ გლობალის აკადემიური კლუბის წევრთათვის 100 ლარი
-
GREA-ს არაწევრი ლიცენზირებული ექიმებისთვის - 160 ლარი | მედიბრიჯ გლობალის აკადემიური კლუბის არაწევრი ლიცენზირებული ექიმებისთვის 160 ლარი
-
GREA-ს წევრი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის - 70 ლარი | ,მედიბრიჯ გლობალის აკადემიური კლუბის წევრი სტუდენტთა და რეზიდენტთათვის 70 ლარი
-
GREA-ს არაწევრი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის - 100 ლარი | მედიბრიჯ გლობალის აკადემიური კლუბის არაწევრი სტუდენტთა და რეზიდენტთათვის 100 ლარი
რეგისტრაცია დადასტურებულად ითვლება, კითხვარში მითითებულ მონაცემებთან ერთად, კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ატვირთვის შემთხვევაში!
საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი: "სს. თი ბი სი ბანკი" მიმღების ანგარიშის #: GE35TB7101036020100011
მიმღების დასახელება: "საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: E-mail: societygrea@gmail.com medibridge.info.edu@gmail.com Tel/WhatsApp: (+995) 98 63 89 39 𝐆𝐑𝐄𝐀 & 𝐌𝐞𝐝𝐢𝐁𝐫𝐢𝐝𝐠𝐞 𝐆𝐥𝐨𝐛𝐚𝐥
კონგრესის ფარგლებში ჩატარდება ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი (𝐘𝐒𝐂).
კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები მოიცავს შემდეგს:
-
აპლიკანტი უნდა იყოს სტუდენტი, რეზიდენტი, დოქტორანტი/პოსტ-დოქტორანტი ან ლიცენზირებული ექიმი
-
ასაკი < 35 წელზე
-
უნდა იყოს აბსტრაქტის პირველი ავტორი
-
თითოეულ აპლიკანტს, როგორც ნაშრომის პირველ ავტორს, შეუძლია მხოლოდ ერთი აბსტრაქტის გამოგზავნა. არ არის შეზღუდული აბსტრაქტების რაოდენობა, რომლებიც წარმოდგენილი იქნება თანაავტორობის სახით
-
აბსტაქტის თემატიკა უნდა მოიცავდეს გინეკოლოგიის, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის, უროლოგიის, ანდროლოგიის, ონკოფერტილობის ან ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებას.
ნაშრომის მოსამზადებლად:
-
დაყავით აბსტრაქტი შემდეგ სექციებად: კონტექსტი - მიზანი - მეთოდები - პაციენტი(ები) - ინტერვენცია(ები) - ძირითადი ღონისძიება(ები) - შედეგი(ები) - დასკვნები
-
აბსტრაქტის საზღვრები არ შეიძლება იყოს 5000 სიმბოლოზე მეტი - ინტერვალების ჩათვლით და წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ტექსტის სახით.
-
ცხრილებისა და ფოტოების შეტანა აბსტრაქტში დაუშვებელია, თუმცა შესაძლებელია მონაცემების ჩაწერა რეფერატის ძირითად ტექსტში.
გამარჯვებულ აპლიკანტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, წარადგინონ ორალური და სასტენდო მოხსენებები მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმზე..
ორალური პრეზენტაციებისთვის მიღებული აბსტრაქტების წარმდგენი ავტორებიდან კი შეირჩევა ერთი გამარჯვებული, რომელსაც დაუფინანსდება სტაჟირება თურქეთში, სტამბულის კლინიკაში. “
-
ახალგაზრდა სპიკერების კონკურსის” გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ ასევე: ინდივიდუალური საიმიჯო სარეკლამო ინფორმაციის განთავსებას 𝐆𝐑𝐄𝐀-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე კონფერენციაზე დასწრების სერთიფიკატს.
-
ახალგაზრდა სპიკერების კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელ სერთიფიკატს
-
წვდომას 𝐆𝐑𝐄𝐀-ს ონლაინ რესურსებზე
#𝐃𝐞𝐚𝐝𝐥𝐢𝐧𝐞: ორალური პრეზენტაციებისთვის აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ნოემბერი , სასტენდო მოხსენებებისთვის კი - 2025 წლის 10 ნოემბერი. ორალური და სასტენდო პრეზენტაციებისთვის მიღებული აბსტრაქტების წარმდგენ ავტორებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 21 ნოემბრამდე.
გაითვალისწინეთ, რომ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გამოაგზავნიან საკონკურსო აბსტრაქტს, აუცილებელია კონფერენციაზე წინასწარი რეგისტრაცია. საკონკურსო ეტაპისთვის რეგისტრაციის სპეციალური - მინიმალური ღირებულებაა: 50 ლარი საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი: "სს. თი ბი სი ბანკი" მიმღების ანგარიშის #: GE35TB7101036020100011 მიმღების დასახელება: "საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია" დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, პროფესიული სტატუსი (ექიმი, რეზიდენტი, სტუდენტი) და GREA-ს წევრობის შესახებ ინფორმაცია (წევრი, არაწევრი)
რეგისტრაცია დადასტურებულად ითვლება, საკონკურსო აბსტრაქტის გამოგზავნასთან ერთად, კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ატვირთვის შემთხვევაში! გისურვებთ წარმატებებს! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: E-mail: societygrea@gmail.com medibridge.info.edu@gmail.com Tel/WhatsApp: (+995) 98 63 89 39 𝐆𝐑𝐄𝐀 & 𝐌𝐞𝐝𝐢𝐁𝐫𝐢𝐝𝐠𝐞 𝐆𝐥𝐨𝐛𝐚𝐥 𝐦𝐞𝐝𝐢𝐛𝐫𝐢𝐝𝐠𝐞.𝐢𝐧𝐟𝐨.𝐞𝐝𝐮 medibridge.info.edu

