top of page

საბაზისო ფარმაკოლოგიის კურსი
სრულად ფარავს ზოგადი ფარმაკოლოგიის იმ ძირითად ასპექტებს წამლის შესახებ, რომელთა ცოდნა აუცილებელია სამედიცინო განათლების ნებისმიერი პირისთვის.
მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას წამლის სახელწოდების, ორგანიზმში შეყვანის გზების, საექიმო რეცეპტურის, ფარმაკოდინამიკისა და ფარმაკოკინეტიკის, მოქმედების მექანიზმების, ხანგრძლივობის, გამოყენების, უკუჩვენებების, არსასურველი მოვლენების შესახებ, ასევე თუ რა გზას გადის სამკურნალო საშუალება ორგანიზმში მიზნის მისაღწევად, როგორ ხდება მისი ამოცნობა და რა უშლის ხელს სასურველი ეფექტის დადგომას.
ხანგძლივობა: 6 კვირა , 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ, 1 სთ ლექციის ფორმატი, 20 წუთი დისკუსია სიტუაციურ ქეისებზე)
✅ შეფასების მეთოდები - ყოველკვირეული შემთხვევების განხილვა და კურსის
დასასრულს კვლევითი პროექტის წარდგენა.
ღირებულება: 350 ლარი
რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/fmydoTnwLYHeCPit9
ვისთვისაა განკუთვნილი კურსი?
ვისაც სურს უფრო ღრმად გაეცნოს ფარმაკოლოგიის საფუძვლებს
✅ მედიცინის/სტომატოლოგიის და ფარმაციის სტუდენტებისთვის;
✅ რეზიდენტებისთვის;
✅ ფარმაცევტებისთვის;
✅ ექთნებისათვის:
✅სამედიცინო სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი ექიმებისთვის - ვისაც ყოველდღიურად უწევს სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა და სურს განაახლოს თავისი ცოდნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
📌სილაბუსი
▪️მოდული I: ფარმაკოლოგიის როლი და მნიშვნელობა
1.1 სამკურნალო საშუალების სახელწოდება, წამლის ფორმები და ორგანიზმში შეყვანის გზები, მკურნალობის სახები, რეცეპტი.
1.2. სამკურნალო საშალებების გამოყენება, უკუჩვენებები, არასასურველი ეფექტები, განსაკუთრებული მითითებები და შენახვის პიროებები
▪️მოდული II
2.1. წამალთა განვითარება და რეგულირება (FDA; IND; NDA; EMEA; MHLW; CPAC);
2.2. პერინატალური, პედიატრიული და გერიატრიული
ფარმაკოლოგიის ზოგადი პრინციპები
▪️მოდული III : ფარმაკოდინამიკა
3.1. წამლის აბსორბცია, მეტაბოლიზმი, დისტრიბუცია, ექსკრეცია
3.2. წამლის დოზა, დოზის რეჟიმი და დიზაინი
▪️მოდული IV : ფარმაკოდინამიკა
4.1. წამლისა და ორგანიზმის ურთიერთქმედება, მოქმედების მექანიზმი და ხანგრძლივობა
4.2. წამალზე პასუხის ვარიანტები - აგონისტები და ანტაგონისტები
▪️მოდული V : წამლის განმეორებით მიღების შემდეგ განვითარებული ცვლილებები
5.1. კუმულაცია, დამოკიდებულება, რეზისტენტობა, ტოლერანტობა, სენსიბილიზაცია, წამალთაშორისი ურთიერთქმედება
5.2. ნეიროტრანსმიტერები, უჯრედშორსი ქიმუირი კომუნიკაცია
▪️მოდული VI : ავტონომიური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგია
6.1.ქოლინომასტიმულირებელი და მაბლოკირებელი საშუალებები
6.2.ადრენომასტიმულირებელი და მაბლოკირებელი საშუალებები
📌სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
🔹ფარმაკოლოგიის ძირითადი პრინციპები, წამლის ფორმები, შეყვანის გზები, შეწოვა, განაწილება, მეტაბოლიზმი, გამოყოფა და დოზირება;
🔹წამლის მოქმედების მექანიზმები, ეფექტურობა და ხანგრძლივობა;
🔹ტოლერანტობა, რეზისტენტობა, სენსიბილიზაცია, დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი;
🔹წამლის სხვადასხვა ფორმების და დოზების რეცეპტზე გამოწერის პრინციპები;
🔹მედიკამენტების ურთიერთქმედების გათვალისწინება;
🔹პრაქტიკული შემთხვევის ანალიზი და პრობლემის გადაჭრა თეორეული
ცოდნის საფუძველზე;
🔹 კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევების შეფასება.
📌კურსს წარუძღვება:
MD. MPH. Ph.D. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი,
ფარმაკოლოგიის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, 16 წლიანი გამოცდილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფარმაკოლოგია/ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსის ხელმძღვანელი კოკა კაჭარავა.
bottom of page
